რეფლექსია V კლასში.


ისტის წრის რეფლექსია
სამიზნე ჯგუფი: V კლასი
მასწავლებელი: თეონა ღრუბელაძე

წრის მიზანი : მოსწავლეებს შეესწავლათ ტექსტური რედაქტორი Word 2016 ძირითადი მახასიათებლები: შაბლონების გამოყენება, შენახვა სხვასადსხვა ფორმატებში, ტექსტის ინდექსირება, ახარისხება, რეგისტრის შეცვლა, ფონტის პარამეტრები,სტრიქონებსა და აბზაცებს შორის მანძილის განსაზღვრა,მარკირებული სიები, ფონური წარწერა, დოკუმენტის ფონი, ფერი და სურათის ჩასმა, არეების დაცვა ცვლილებებისგან, გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომები, ფურცლის სტრიქონების გადანომრვა.

მოსწავლეებს განუვითარდათ ინფორმაციის მოძიების გზები. მონაცემთა დამუშავების უნარ-ჩვევევბი და ხერხები. განიმტკიცეს კომპიუტერული უნარები. შედეგად, მოსწავლეები ინფორმაციის პასიური მიმღებები კი არ არიან, არამედ მათ თავად შეუძლიათ შინაარსიის მოდიფიცირება და შექმნაც კი. ეს კი, ითვალისწინებს თანამედროვე  კონსტრუქტივისტურ მიდგომას,რომელიც ცოდნის მიგნებას გულისხმობს.

მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ისტის წრე და აღიარეს, რომ წრის საშვალებით მიღებული ცოდნა გამოადგებათ ცხოვრებაში ანუ პრაქტიკულად გამოიყენებენ პროგრამული პროდუქტების შექმნისას.

 რაც შეეხება შენიშვნებს - დიდ მასალას ეზიარნენ მოსწავლეები  და ვფიქრობ, რომ განმტკიცებისთვის უფრო ხანგრძლივ პერიოდზე გათვლა ჯობდა, რადგან ასე ჩაშლილად, სისტემატიურად არ იყენებენ მოსწავლეები Word 2016 - ის შესაძლებლობებს. მიუხედავად ამისა,მაინც მოხერხდა დასახული მიზნის მიღწევა, აქტივობებიც წარიმართა გეგმის შესაბამისად. ყველაზე წარმატებული თემა იყო: "ფონური წარწერა" რაც გამოიხატა მოსწავლეების მხრიდან  განსაკუთრებული ყურადღებით და ინტერესით. მათ პრაქტიკაში განახორციელეს,თავიაანთ სამუშო ფურცელზე გააკეთეს სასურველი ფონური წარწერა.




Comments

Popular posts from this blog

V კლასის, ისტის წრის, სამუშაო გეგმა.